IronPunch.ge
IronPunch-ის სამენოვანი ვებსაიტი ივენთის ბილეთების ონლაინ გაყიდვით, QR ბილეთებით, საჯარო ლიდერბორდითა და დარტყმის ძალის გასაზომი აპარატების კატალოგით.

გამოწვევა
IronPunch ატარებს დარტყმის ძალის საჯარო ივენთებს და ყიდის საქართველოში დამზადებულ გასაზომ აპარატებს ბიზნესებისთვის. ერთ ვებსაიტს სამივე ენაზე ორივე აუდიტორია უნდა მოემსახურა — ერთი მხრივ ბილეთები, მეორე მხრივ პროდუქტის კატალოგი.
რა შევქმენით
- ინდივიდუალური WordPress თემა და სამენოვანი სტრუქტურა ენის გადამრთველით
- ბილეთების ონლაინ გაყიდვა: კალათაში დამატება, ფორმა სახელით, ელფოსტით, ტელეფონითა და რაოდენობით, მიმდინარე ჯამი, დაცული ბარათით გადახდა და QR ბილეთის ელფოსტაზე გაგზავნა
- მაღაზია და კალათა ბრენდირებული პროდუქციისთვის — მაისური და ამოტვიფრული ხის ბრელოკი
- საჯარო ლიდერბორდი კილოგრამებში მიღებული შედეგით, სპორტის მითითებითა და ვიდეოს ბმულებით, ივენთების გვერდი და მთავარ გვერდზე უკუთვლის ბლოკი
- სამი მოდელის კატალოგი მახასიათებლებით, კომერციული პირობებით, უკუგების სავარაუდო გათვლითა და შეკვეთის ბმულით, რომელიც კონტაქტის ფორმას წინასწარ შევსებული თემით ხსნის
- SEO-სთვის მომზადებული გვერდები: უნიკალური სათაურები და მეტააღწერები, canonical, სრული hreflang სამი ენისთვის და JSON-LD ორგანიზაციისთვის
შედეგი
ვიზიტორი ბილეთს რამდენიმე ნაბიჯით იძენს და QR კოდს ელფოსტაზე იღებს, კომპანიები კი იმავე გვერდიდან ადარებენ სამ მოდელს და შეკვეთას აგზავნიან. საიტი სამივე ენაზე მარტივად სამართავია.
ტექნოლოგიები
- Online Ticketing
- WooCommerce
- Leaderboard
- Multilingual
კატეგორია: ონლაინ მაღაზიები · ვებსაიტები
სხვა პროექტები

Printu.ge
ლაზერული გრავირებისა და UV ბეჭდვის ონლაინ მაღაზია ბრაუზერში მომუშავე დიზაინ-სტუდიით, 198 პროდუქტის კატალოგით და ერთიანი კალათით ორივე ტიპის ნივთისთვის.
- Design Studio
- WooCommerce
- Custom JS
- B2B Calculator

MyLawyers.ge
ავთანდილ გიორგაძის საადვოკატო ოფისის სამენოვანი ვებსაიტი სისხლის სამართლის სერვისების გვერდებით, მრავალბიჯიანი განაცხადის ფორმით და სრული SEO ფენით.
- Multilingual
- Case Studies
- Lead Form
- SEO Ready

Poliklinika.ge
სახსრების ჯანმრთელობისა და ორთოპედიის სამენოვანი საინფორმაციო ვებსაიტი თბილისში — კონსულტაციის განაცხადის ფორმებით, ერთი შეხებით დარეკვითა და SEO-სთვის მომზადებული სტრუქტურით.
- Multilingual
- FAQ Schema
- Lead Form
- Responsive
გსურთ მსგავსი პროექტი?
მოგვწერეთ — გავეცნობით თქვენს ამოცანას და შემოგთავაზებთ გადაწყვეტას, რომელიც ზუსტად თქვენს ბიზნესზეა მორგებული.
