Skip to main content
Social Media

სოც. მედიის პაკეტები

კონტენტის შექმნა, კომუნიკაცია, რეკლამა და ანალიტიკა — ყველაფერი ერთ ადგილას.

საბაზისო

550/თვეში

საწყისი აქტიურობა მცირე ბიზნესისთვის

  • პლატფორმები: Facebook
  • გვერდის ტექნიკური მხარე
  • ვიზუალი: ქოვერი & პროფილი
  • პოსტების რაოდენობა — 6
  • პოსტის ტიპები: ფოტო, ვიდეო
  • რეკლამის გაშვება & მართვა
მომსახურების შეძენა

პრემიუმი

1000/თვეში

ზრდაზე ორიენტირებული ყოველდღიური კომუნიკაცია

  • პლატფორმები: Facebook & Instagram
  • გვერდის ტექნიკური მხარე
  • ვიზუალი: ქოვერი & პროფილი
  • პოსტების რაოდენობა — 8
  • პოსტის ტიპები: ფოტო, ვიდეო, კარუსელი, გალერეა
  • რეკლამის გაშვება & მართვა
  • რეპორტინგი — თვიური
მომსახურების შეძენა
საუკეთესო არჩევანი

VIP

1500/თვეში

კრეატივი, ვიდეო და სრულფასოვანი performance

  • პლატფორმები — Facebook & Instagram & TikTok
  • გვერდის ტექნიკური მხარე
  • ვიზუალი: ქოვერი & პროფილი
  • პოსტების რაოდენობა — 10
  • პოსტის ტიპები: ფოტო, ვიდეო, კარუსელი, გალერეა
  • რეკლამის გაშვება & მართვა
  • რეპორტინგი — თვიური
მომსახურების შეძენა

რას მოიცავს სოციალური ქსელების მართვა?

კონტენტი, კომუნიკაცია, რეკლამა და ანალიტიკა — ყველაფერი სტრატეგიულად, ერთ სივრცეში.

კონტენტის სტრატეგია და შექმნა
კონტენტ-სტრატეგია და ვიზუალური კომუნიკაცია: ვგეგმავთ დეტალურ კონტენტის კალენდარს, რომელიც მოიცავს პოსტებს, სთორებსა და რილსებს — ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, რათა კომუნიკაცია იყოს თანმიმდევრული და სტრუქტურირებული. თითოეული პოსტისა და სთორისთვის ვამზადებთ ტექსტებსა და ვიზუალურ მასალებს, რომლებიც სრულად არის მორგებული ბრენდის ტონალობასა და სტილს. ეს აძლიერებს ბრენდის იდენტობას, ქმნის ერთიან შთაბეჭდილებას და უზრუნველყოფს აუდიტორიასთან უფრო ეფექტიან კომუნიკაციას.
გვერდის ტექნიკური მხარე
პროფილის სრულყოფა და ტექნიკური მორგება: თითოეული სოციალური ქსელის პროფილისა და ქოვერის დიზაინი მუშავდება ბრენდის ვიზუალური სტილის შესაბამისად, რათა შექმნას პროფესიონალური და მიმზიდველი შთაბეჭდილება. განისაზღვრება შესაბამისი კატეგორიები და ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე ემატება საჭირო ინფორმაცია. ინსტალირდება პიქსელები (Meta Pixel და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტები), რომლებიც საშუალებას იძლევა დეტალურად გაიანალიზოს აუდიტორიის ქცევა და რეკლამის ეფექტიანობა. იწერება ოპტიმიზებული ბიო/CTA ტექსტები, რომლებიც ზრდის ჩართულობას და მომხმარებლის ქმედებების სტიმულირებას. პარალელურად, კონფიგურირდება ბიზნეს-პარამეტრები და მკაფიოდ განისაზღვრება უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც იცავს როგორც ბრენდის რეპუტაციას, ისე მომხმარებლის მონაცემებს.
კომენტარები და შეტყობინებებზე პასუხი
მონიტორინგი და სწრაფი კომუნიკაცია: სოციალური ქსელების ყოველდღიური მონიტორინგი მომხმარებლების აქტივობებისა და შეტყობინებების ეფექტურად დასამუშავებლად. თითოეულ კომენტარსა და პირად შეტყობინებაზე სწრაფი და მეგობრული პასუხი, რათა შეიქმნას პოზიტიური მომხმარებლის გამოცდილება. გამოიყენება FAQ სკრიპტები, რომლებიც ამარტივებს განმეორებად კითხვებზე პასუხს და ამცირებს რეაგირების დროს. კომუნიკაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტონალობის მართვას — ყველა პასუხი ფორმირდება ბრენდის სახელით, ბრენდის იდენტობასა და კომუნიკაციის სტილს შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ერთიან და სანდო იმიჯს.
რეკლამის გაშვება & მართვა
მიზნობრივი აუდიტორია და კამპანიის სტრუქტურა: დეტალური სეგმენტაცია და სწორი სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, რათა რეკლამა სწორედ იმ მომხმარებლამდე მივიდეს, ვისაც რეალურად სჭირდება თქვენი პროდუქტი ან მომსახურება. კამპანიების სტრუქტურა აეწყობა ეტაპობრივად. (TOFU/MOFU/BOFU) — ცნობადობის გაზრდიდან დაწყებული, ინტერესის გაღრმავებით გაგრძელებული და საბოლოოდ შეძენამდე მიყვანით. პროცესში გამოიყენება A/B ტესტირება, რათა განისაზღვროს ყველაზე ეფექტური ფორმატი და კრეატივი, ხოლო მუდმივი ოპტიმიზაცია კეთდება ROAS-ის (Return on Ad Spend) გაზრდაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტირებული ბიუჯეტის მაქსიმალურ ამომღებ ეფექტიანობას.
ანალიტიკა და რეპორტინგი
თვიური რეპორტი: დეტალური ანგარიში განვლილ პერიოდში მიღწეულ შედეგებზე — პოსტების ჩართულობის მაჩვენებლები (CTR/ER), აუდიტორიის ზრდის სტატისტიკა და შესრულებული კამპანიების შედეგები. ანგარიშში ასევე შედის რეკომენდაციები და კონკრეტული actionable გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვის სტრატეგიის გაუმჯობესებას და ეფექტიანობის ზრდას.